fbpx

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ
დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
გაერთიანებული სამეფოს მდგრადი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და
ნატოში ინტეგრაციის კუთხით ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება. გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საუბრისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში
ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღინიშნა. ასევე, საუბარი საერთაშორისო სამხედრო
სწავლებებში ბრიტანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას შეეხო. შეხვედრაზე
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა თავდაცვის სფეროს
სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით
განათლების მიღების შესაძლებლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით სტრატეგიულ დონეზე
შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია