სასტუმრო ბილტმორი-„ITB ბერლინზე ახალ კონტაქტებს ვამყარებთ პოტენციურმომხმარებლებთან“

გერმანიაში, ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე კომპანია
მონაწილეობს. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორის
წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.
„ ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენთვის,
სიახლეებს ვეცნობით მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით, ახალ კონტაქტებს
ვამყარებთ. პოტენციურ მომხმარებლებთან კიდევ უფრო გრძელვადიანი და სწორი
კომუნიკაციის დამყარებას ვაწარმოებთ. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო
საშუალებაა არამხოლოდ სასტუმრომ თავი წარვადგინოთ პოტენციურ
მომხმარებელთან, არამედ როგორც ქვეყანამ თავი დავიმკვიდროთ საერთაშორისო
ასპარეზზე. არა მხოლოდ 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა, ასევე ვინც
მონაწილეობს: ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა რეგიონები და
ორგანიზაციები. იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ კომპანიას, ახალ
წარმომადგენლებს, ე.წ. „ბაიერებს“ შევხვდებით და მოვიზიდავთ ჩვენი
ქვეყნისთვის“,-აცხადებს ქეთევან რეხვიაშვილი.

ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი
სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია
მონაწილეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება