fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში საკრებულოს

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერის ანგარიშით წარსდგა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

მერის საინფომაციო ანგარიში მოიცავდა ყველა იმ საკითხს, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოწესრიგდა.

დავით ბახტაძემ აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ.

დავით ბახტაძე-,,თითოეული თქვენგანის თანადგომით და მერიის სამსახურების დაუღალავი შრომით ვცდილობთ ვუპასუხოთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით ხორციელდება და ამით ხელს ვუწყობთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს. მომავალ წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა შექმნას
საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური
განვითარების მყარი საფუძვლები. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტის
განვითარების ხედვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბუნებრივად მიმზიდველი გარემოს
შენარჩუნება და განვითარება. მისი ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური
გამოვლენა, რაც გულისხმობს მიმზიდელი გარემოს შექმნას და ტურიზმის
განვითარებით სამტრედიის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
ეფექტურად გაგრძელდება ყველა ისეთი საჭირო კომუნიკაციების მშენებლობა
რეაბილიტაცია, როგორიცაა გზები, გარე განათება, წყალმომარაგება და საინვესტიციო ლოკაციების რეაბილიტაცია სხვა, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის განვითარებას.
როგორც ქვეყნის მთავრობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტშიც ადამიანი და
მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ,
გაგრძელდება და შეიქმნება ისეთი ახალი პროგრამები, რომელი სოციალურად
დაუცველ მოსახლეობაში გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა
სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისების მიღებაზე.

2022 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის გამოწვევები და მოქალაქეების
საჭიროებები მაქსიმალურად აისახა. მჯერა, რომ 2023 წელი სამტრედიის
მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯი იქნება.”

წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა იმ მიმდინარე და გარდამავალ პროექტზე, რომლიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად ანგარიშს ერთვოდა ინფორმაცია წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მერს მადლობა გადაუხადეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული მნიშვნელოვანი ძვრებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება