fbpx

სამტრედიაში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მსოფლიო ოლომპიზმის დღესთან დაკავშირებით სამტრედიაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ჩატარდა.

საჯარო სკოლების მოსწავლეების ჩართულობით ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო გარბენი.

გარბენში გამარჯვება მოიპოვეს N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: უმცროსი ასაკის ვაჟებში ლუკა ვაშაკიძემ, უმცროსი ასაკის გოგონებში ელენე დუნდუამ , გოგონებში ანასტასია ცინცაძემ, ვაჟებში გიორგი ცინცაძემ (მწვრთნელი გელა ცინცაძე) .

ფრენბურთის ტურნირში პირველობა კვლავ N11 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებს ხვდათ წილად (მწვრთნელი მანანა ტყეშელაშვილი )ასპარეზობას მეთერთმეტე საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

სამტრედიის ჭადრაკის სკოლაში გამართულ ტურნირში საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკეები ევა და თებე ჭიქაშუები ,ოანე ახობაძე, ლუკა ცხავარაძე,ბექა ჭაფოძე, დემეტრე ვაჩეიშვილი და სესილი ცნცაცძე ჩაერთვნენ (მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა)

ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე 2010 ,2011 და 2012 წლების ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს შორის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა (მთავარი მწვრთნელი თამაზ ხაფავა , მწვრთნელები ქრისტინე ლომიძე და რატი რუხაძე).

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებსა და გუნდებს ოლიმპიური კომიტეტის სიგელები გადაეცათ.

სპორტულ აქტივობებს მუნიცილალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დავით ბახტაძე – ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის პრიორიტეტია და მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებში არის უმნიშვნელოვანესი. სპორტის მიმართულებით შექმნილი სხვადასხვა პროგრამები კიდევ ერთი მექანიზმია იმისა, რომ სპორტით უფრო მეტი ადამიანი, მეტი ახალგაზრდა, დავაინტერესოთ. ამ მიმართულებით აქტიურად წესრიგდება ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო ბევრი აქტივობები იგეგმება”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება