სამტრედიაში კიდევ ერთი ახალი საჯარო რკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მას შპს
,, პრაიმ ბეტონი ” ანხორციელებს. სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით ტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობს პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორთან ნუგზარ კუციასთამ ერთად გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებლებს გაესაუბრა.

დავით ბახტაძე – ,,სამტრედიაში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, შენდება მეოთხე საჯარო სკოლის ახალი შენობა, პარალელურად მიმდინარეობს N 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც შეეხება დასრულებულ პროექტებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათ შორის ქალაქის N 1 და N 12 საჯარო სკოლები, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე N 2 საჯარო სკოლასთან შერწმული საგანამანათლებლო დაწესებულება.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება