fbpx

სამტრედიაში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ

სოფელ ბაშში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ. ისინი საქართველოში სოფლის მეურნეობის კულტურების გადაცნობად ჩამოვიდნენ და სოფელ ბაშში გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს.

გერმანელ ტურისტებს მეგზურობა გაუწიეს მუნიციპალიტერის მერმა დავით ბახტაძემ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შპს ,,ლურჯი ბაშში,,-ს დამფუძნებელმა დავით კალანდაძემ.

დავით კალანდაძე – მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მეურნეობა გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, კერძოთ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით .
განსაკუთრებული მადლიერი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, რომელიც ყველანაირად მხარში გვიდგას და ისეთ პრობლემებს გვიგვარებს რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გადავჭრით, ვინაიდან საქმიანობა ახალი დაწყებული გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და მის გუნდს.”

დავით ბახტაძე- ,,სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სამტრედიას უდიდესი პოტენციალი აქვს აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითია კონპანია ,,ლურჯი ბაში” . ამ საქმეში მათ დაეხმარა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა – დანერგე მომავალი.

დღეს ბაშში იმყოფებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები გერმანიის გეტინგემის უნივერსიტეტიდან, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული კულტურის გაშენების და მოვლის პროცესს აკვირდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნაში ვართ მსგავს წამოწყებებს გვერდით დავუდგეთ და განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება