fbpx



სამართალდამცავები მობილიზებულები არიან, უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ვარკეთილში, სადაც მამაკაცი უმისამართოდ ისროდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.

როგორც იგი ამბობს, მამაკაცი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა ჩაკეტილი და ამ დრომდე მიმდინარეობს მასთან მოლაპარაკებები.

„პიროვნება არის შეიარაღებული, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე გასროლა. სამართალდამცავები მობილიზებულები არიან, უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

არავინ არ არის დაშავებული და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია