fbpx

საკრებულოებისა და თვითმმართველობების არჩევნებში მაჟორიტარული ნაწილის შეკვეცით, პოლიტიკოსი ხალხს უფრო მოწყდება-კახა კახიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახი კახიშვილის განცხადებით, ის „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ნაწილს მხარს არ უჭერს.

როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკრებულოებისა და თვითმმართველობების არჩევნებში მაჟორიტარული ნაწილის შეკვეცით, პოლიტიკოსი ხალხს უფრო მოწყდება.

„არაერთხელ მითქვამს, ახლაც გავიმეორებ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან. ეს არის აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. პარლამენტი და საკრებულო ფუნქციებისა და ამოცანების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებდა. თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაშიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამოცანა არ უნდა იყოს მეტად მოვწყდეთ ხალხს. საკრებულოსა და თვითმმართველობის არსი არის იმაში, რომ არჩეულ ადამიანებს მეტი კონტაქტი ჰქონდეს ხალხთან. ამ პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარი დეპუტატი. რთულად წარმომიდგენია რომ პროპორციულად არჩეული საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს მოსახლეობასთან. თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება მოწყდეს ხალხთან კონტაქტს, მეტი ხიდი გაუქმდება პირდაპირი ვალდებულებითი კონტაქტის და თან მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება. ამასთან არცერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის ადამიანებთან კონტაქტი. თუ ეს არის მიზანი რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ ჩვენს ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და დისკომუნიკაციაში შევიყვანოთ საზოგადოებასთან, მაშინ გასაგებია, თუ არადა აზრს ვერ ვხედავ. თუ მემორანდუმი ნიშნავს იმას, რომ აპრიორში უნდა მივიღოთ, მაშინ პარლამენტი რაღად გვინდა, თუ მემორანდუმი ნიშნავს, რომ უბრალოდ ჯგუფი შეთანხმდა და ჩვენ მერე განვიხლავთ, ვითხოვ ექსპერტების ჩართულობას ამ საკითხის განხილვისას“, – განაცხადა კახი კახიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება