საირიგაციო მიზნებისთვის წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი ირიგაციის მიზნებისთვის წყალსარგებლობის განრიგების მნიშვნელობას განმარტავს. მისი თქმით, საირიგაციოწყლის მოხმარების ორგანიზებული და რეგულირებული მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ახალი რეგულაციებით, წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები.„სემეკის მიერ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაციით, საირიგაციო წყლისმოხმარება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმება ინდივიდუალურად იწყებაპირველი თებერვლიდან. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება და წყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება შემდეგი პრიორიტეტის გათვალისწინებით:წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას პირველი მარტის ჩათვლით უპირატესობითსარგებლობენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები (რომლებიც ეხლა იქმნება), ხოლო პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე პერიოდში უპირატესობით სარგებლობენ პროფილური მომხმარებლები (ის მომხმარებლები, რომლებიც წყალს იყენებენ საირიგაციომიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები დაფერმერები) არაპროფილურ მომხმარებლებთან მიმართებით. პირველი აპრილიდან, კი ყველა მომხმარებელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, კერძოდ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ათვისებამდე ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყალს მასთან შეთანხმდება წყალსარგებლობის განრიგი.აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, მორწყვის ოპერაციაზე შეთანხმება დამოკიდებულია მიწოდების რეჟიმით განსაზღვრულ წყალმომარაგების პერიოდებზე. წესების შესაბამისად, მიწოდების რეჟიმი მტკიცდება ყოველ წლიურად, პირველ თებერვლამდე“, – აღნიშნავს ვანო მეჭურჭლიშვილი.მისივე თქმით, თუ ფერმერი არ გააფორმებს წყალსარგებლობის განრიგს დამელიორაციის კომპანიასთან შეუთანხმებლად თვითნებურად მოიხმარს საირიგაციო წყალს,ეს ჩაითვლება უკანონო მოხმარებად, რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ფერმერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმა და დამატებით დაერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური. ამგვარი ფინანსური სანქციებისთავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ფერმერებმა მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და დაიცვან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წყალმომარაგების ვადები და პირობები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პროფილური მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას 1 მარტიდან – 1 აპრილამდე უპირატესობით სარგებლობს არაპროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, სასურველია ფერმერმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაზე მელიორაციის კომპანიას მიმართოს ამ ვადის გასვლამდე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება