fbpx

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე

ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემმ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას  მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სისტემაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  და მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება