fbpx

საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს-ლევან სილაგავა

“სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას და ტენდერის პირობები გადაიხედება.” – ამის შესახებ  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა, დირექტორმა ლევან სილაგავა დღეს განაცხადა.

სილაგავას განმარტებით, სოფლის სამისნისტროს უკვე მიაწოდა შესაბამისი გათვლების ინფორმაცია. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს.

„პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გრძელდება პირველ პრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პურზე ფასი შენარჩუნებული იყოს, აქ საუბარია ყოველდღიური მოხმარების პურზე – ე.წ. ქარხნის პურზე და ბატონზე.

პირველი 2- თვიანი პროგრამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 წისქვილკომბინატმა და 52 პურის ქარხანას აწვდიან ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად ფქვილს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო პირველ დეკემბერს და მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად, ამ პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზეც ფასი შენარჩუნებული იქნება პირველ თებერვლამდე. თუმცა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ მთლიანი 4-თვიანი პროგრამის მეორე ტენდერით, შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე იყოს შენარჩუნებული.

თავისუფალ ბაზარზე გაძვირებიდან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მომავალ 2-თვიან ტენდენციაში სუბსიდირების პროგრამისთვის 10-ლარიანი დაფინანსება აღარ ყოფნის. ამიტომ, ეს პროგრამა, რომელიც მუშაობს, დადასტურებულად პურის ფასს არ აძვირებს პირველ თებერვლამდე.

რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ ფასი იქნება საბაზრო და პურის ფასიც გადაიხედება. თუმცა, სახელმწიფომ გუშინაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას და გადაიხედება ტენდერის პირობები, რათა პური არ გაძვირდეს, ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება. სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდება, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნდეს.

ჩვენ ყველანაირი გათვლა გადავეცით უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ლევან სილაგავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება