ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო
გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების
განმახორციელებელი კომპანიების, მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე
აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის
გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები
შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.