fbpx

სააკაშვილმა დადო პირობა, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას-ეკატერინე ტიკარაძემ

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სააკაშვილმა დადო პირობა, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას, შესაბამისად, ასევე შეწყდება ის “შიმშილობის კასკადი“ , რომელიც ქვეყანაშია. მისივე განცხადებით, იმედი აქვს, რომ შემდგომში პოლიტიკოსები მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, რითაც თავს აარიდებენ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შესაძლებელი გახდება დიალოგის წარმოება.

„პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რაც ნამდვილად იყო დაუშვებელი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა რამდენიმე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტი გადმოგვეყვანა გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმებისგან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას, შესაბამისად ასევე შეწყდება ის კასკადი, რომელიც მიღებული გვაქვს ქვეყანაში“, – აღნიშნა  ეკატეინე ტიკარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია