fbpx

სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა”, გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან-ირაკლი კობახიძე

პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა – სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა”, გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისის ქუჩებში პოლიტიკოსების და მედიამენეჯერების გამოსახულებით გამოკრული პლაკატების საკითხს გამოეხმაურა.თეა წულუკანის  ქმედებაც შეაფასა, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მას „მარტივი პერფორმანსი” უწოდა.„ეს იყო მარტივი პერფორმანსი. რაც შეეხება პლაკატებს, კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს პლაკატები და ნახეთ, რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ პლაკატებზე გამოსახულ პირებს, ამის მიზეზი არის მარტივი – მათ იციან პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა.

ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს – ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა”, გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში,”- განაცხადა კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება