„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მსჯავრდებულ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა რომ, ჩადენილი დანაშაულის პიარული ნაბიჯებით გადაფარვა შეუძლებელია.
„რაც შეეხება სააკაშვილის 600 დღიან ფარსს მისი 600-ჯერ გარდაცვალების შესახებ, დადასტურდა, რომ ის არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ ჰქონდა საქმე. რაც შეეხება ბრალდებებს და სასჯელებს, რომელიც მას აქვს შეფარდებული, 2 საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული და ორივე დანაშაული ჩადენილია საზოგადოების თვალწინ. ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და გირგვლიანის საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაულის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. კიდევ 2-3 საქმეა და აქაც ყველამ იცის, რასთან გვაქვს შეხება, როდესაც ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, როდესაც მან სასტიკი მეთოდებით უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს, „იმედი“ მიიტაცა, კონკრეტული დანაშაულია, რაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. ამ ყველაფრის გადაფარვა პიარული ნაბიჯებით შეუძლებელია. არ მინდა დეტალებში შევიდე“, – აღნიშნა კობახიძემ.