fbpx



როგორ მეზიზღებით ასეთი ღორები, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რომ დააფინანსოს თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობა,თქვენ კი ხალხს ართმევთ თანხებს

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია პოსტს აქვეყნებს-

აი, რა ხდება თურმე რეალურად. სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ბევრი რამ მეც არ ვიცოდი!!!

მოკლედ.

რამდენიმე თვის წინ, მამაჩემს გავუკეთე ოპერაცია ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც სახელმწიფომ დამიფინანსა 90 % ით, საკმაოდ სოლიდური თანხა – დაახლოებით 9 000 ლარი. მეორე ოპერაციაც დასჭირდა მამას, რომელიც გავუკეთე სხვა კლინიკაში, მიყვანამდე გავიარე კლინიკის მენეჯმენტთან გადახდის პირობები, სადაც იყო ზუსტად იგივე, აქაც – სახელმწიფო ფარავდა 90 % -ს. და რა ხდება შემდეგ?

მიმყავს პაციენტი, ადმინისტრატორმა გოგონამ, წინასწარ უნდა გადაიხადოთ კორონაროგრაფიის 1050 ლარიო, თორემ ვერ შევიყვანთო. როდესაც ვკითხე, რომ კი მაგრამ რაც არ უნდა დაჯდეს, რეალურად ჩემი გადასახდელი არ გამოვა მაგდენი თქო პასუხი იყო: კორონაროგრაფიას სახელმწიფო არ აფინანსებს, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ არის გადაუდებელი, მაშინ კორონაროგრაფიაც ფინასნდება და თანხა უკან დაგიბრუნდებათო. გადავიხადე.

გადის ორი დღე, პაციენტი უნდა გამოწერონ და რა ხდება მისაღებში? თუ არ გადაიხდით 5356 ლარს, პაციენტს ვერ გაგატანთო. ნუ იქ საუბარი როგორი იყო, არ მინდა მოვყვე. ავუხსენი, რომ ეს იყო უკანონობა და ორჯერ იღებდნენ თანხას, რადგან არაერთხელ მაქვს განხილული თუ რა შედის ბიუჯეტში და ზუსტად ვიცოდი, რომ აღნიშნული ოპერაცია ფინანსდებოდა 90 % – ით და მთლიაონაბში, აქით ქონდა დასაბრუნებელი 160 ლარი დაახლოებით. ნუ მოკლედ გადაფიჩინდა გოგო, არაო. არ მინდოდა მამაჩემს გაეგო აღნიშნული დავა და გადავიხადე (რა თქმა უნდა არ მქონდა და რამდენიმე საათში მივიტანე).

ორშაბათსვე შევიტანე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, მათ დაუყოვნებლივ შექმნეს ჯგუფი, შევიდნენ კლინიკაში, შეამოწმეს აღნიშნული ფაქტი და კლინიკა დააჯარიმეს საკმაოდ სოლიდური თანხით და ასევე დაავალეს ჩემთვის დაებრუნებინათ უკანონოდ გადახდილი თანხა.

როგორ მეზიზღებით ასეთი ღორები, ასეთი ნაძირალა ხალხი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობა და თვქენ, ისედაც მილიონრები ხალხს ართმევთ თანხებს, თან რამხელა თანხებს. . . . კარგით, მე, ასე თუ ისე მყავს ნაცნობები, არავის დაგაჩაგვრინებ თავს, მაგრამ უბრალო ადამიანი, შემოდის კლინიკაში, აქვს გულის პრობლემა, სახელმწიფო მისთვის გირიცხავს თანხებს და შენ, მასაც ართმევ საკმაოდ სოლიდურ თანხას? დასაჭერები ხართ და ლიცენზიები გაქვთ ჩამოსართმევი ყველას, ვინც ასე უნამუსოდ ექცევით თქვენს მოქალაქეებს!!!

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს და მის პირველ მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას ოპერატიულობისა და ობიექტურობისათვის!!!

მერე გამოდის ეს გამწარებული ხალხი და აგინებს მთავრობას, აბა რას იზამს? არადა ამ დროს, ხელისუფლება პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და ეხმარება ყველას!!!

მეგობრებო, როდესაც ოპერაციებში მოგთხოვენ თანხებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ბიუჯეტი იხდის თუ არა თქვენს ოპერაციებს და თუ მაინც გთხოვენ, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და ის თქვენ დაგიცავთ!!!

მადლობა ყურადღებისთვის


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია