fbpx



როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ახალმა ექსპერტიზამ გამოძების იმ კითხვებს უნდ გასცეს პასუხი, რომელთა დახმარებით დაადგენს, რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანებები.

როგორც გეჯაძემ “დღის ამბებში” განაცხადა, გამოძიების ერთ-ერთი კითხვაა ასევე, შესაძლოა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები 15-20 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდნით მიეღო, რაზეც პასუხის გასაცემად ექსპერტითა ჯგუფი შემთხვევის ადგილს კიდევ ერთხელ შეისწავლის.

“მაღალი ალბათობით, მოგვიწევს შემთხვევის ადგილზე მისვლა, რომელიც მოიცავს ციცაბო მონაკვეთს, რადგან ჩვენ თვითონ გავეცნოთ დეტალურად შემთხვევის ადგილს. ბუნებრივია, საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კითხვებზე უფრო ამომწურავი პასუხის გაცემისთვის ექსპერტთა კომისიამ თავად უნდა ნახოს შემთხვევის ადგილი,”- აცხადებს გეჯაძე.

ხოლო, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში, გეჯაძის თქმით, ამ კითხვაზე ექსპერტიზას პასუხის გაცემა არ შეუძლია და ეს საგამოძიებო ორგანოს დასადგენია.

“როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში, ვინმემ ამას ხელი შეუწყო თუ თვითონ მოხვდა სითხეში, ეს არაა ექსპერტიზის გადასაწყვეტი. ესაა სამართლებრივი ორგანოს გადასაწყვეტი. ჩვენ კითხვებზე პასუხს გავცემთ და შემდეგ უკვე გამოძიება ამ პასუხებს უკვე არსებულ  ჩვენებებთან შეაჯერებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ მოხვდა შაქარაშვილი წყალში,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ამასთან, როგორც გეჯაძე აღნიშნავს, ექსპერტიზა ვერ გამოკვეთავს დამნაშავეს და ეს სრულად გამოძიების პრეროგატივაა.

“ექსპერტიზა ამ დეტალებზე არ მუშაობს, დამნაშავე გამოიკვეთება თუ არ გამოიკვეთება. ეს არის საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ შემოვიფარგლები ზოგადი ინფორმაციით. რა დასკვნა შეიძლება დაიდოს გონების დაკარგვასთან მიმართებაში, ვიდრე არ დამთავრდება ექსპერტიზა და არ გადაეცემა გამოძიებას ეს დასკვნა, მანამდე შინაარსობრივ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა,  რომელშიც ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთვება. ექსპერტიზამ გამოძიების 14 კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია