fbpx



როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან – სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ოქტომბრამდე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ნორმალური.

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ხელისუფლებას აქვს არჩევანი, რომ უახლესი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი, როდესაც სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ოქტომბრამდე დაიხუროს.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვითარება არ იქნება ნორმალური, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება. ის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კეთდება, გაგრძელდება.

ეს არც იმას შეუწყობს ხელს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ნორმალური და არც იმას, რომ არჩევნები შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ გამოწვევებზე მიდის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამის პასუხს მიიღებს”, – აცხადებს კაპანაძე.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია