fbpx



რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ რობაქიძის გამზირზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

აღნიშნულ სივრცეში გამწვანების მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. ტერიტორია ე.წ „ცოცხალი კედლით“ შემოისაზღვრა და დაირგო მარადმწვანე მცენარეები.

სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან შეთანხმებული პროექტით განხორციელდა. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „სერვისი 2015“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 260 182 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მოსახლეობასთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან თარაშ შურღაიასთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია