fbpx

რემდესივერი გადაუსხეს. უცხოეთიდან გამოუგზავნეს ახლობლებმა,მხნედაა

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის გიორგი ბერიძის თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ინტერნეტით ადევნებს. როგორც ბერიძემ განაცხადა, ცერცვაძეს რემდესივერი გადაუსხეს:

„ფაქტობრივად, თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინს შემდეგ არ შეცვლილა. დინამიკაში იგივე სურათია. ველოდებით მომდევნო დღეს და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი შედეგი გვექნება. მხნედ გრძნობს თავს, შემართებითაა და ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციას ინტერნეტით ადევნებს თვალს.

რემდესივერი გადაუსხეს. უცხოეთიდან გამოუგზავნეს ახლობლებმა, რომლებსაც მასზე და ქვეყანაზე გული შესტკივათ.

დღის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი აქვს ტემპერატურა, მეორე ნახევარში მაღლა უწევს. გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვის შესახებ არაფერი უთქვამს, ვერც ვკითხე…

რაც შეეხება მის მეუღლეს ანა თოფურიას, დღის განმავლობაში თავს უსიმპტომოდ გრძნობს, საღამოობით კი აქვს ტემპერატურა 37.1-37.2. ასევე, აქვს უმნიშვნელო დისკომფორტი სახსრებისა და ყელის ტკივილის გამო, თუმცა მსუბუქი ფორმაა“, – უთხრა მან „დაიჯესტს“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება