fbpx

რა უბედურებაა კობახიძე-ღარიბაშვილის ხელით ქვეყნის მართვა

მე არ ვიცი, ვინ არის ხელისუფლებაში ან სად არის ხელისუფლება. ხელისუფლების მხარდამჭერები ვინც იყვნენ 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილმა ორ თვეში გამოაცხადა წავედი პოლიტიკიდან, კარგად იყავით და აგერ არის ირაკლი კობახიძე და ამას დაუჯერეთ ყველაფერიო.

შემდეგ გახარიას მხარს უჭერდა პარტიული აქტივის ძალიან დიდი ნაწილი, ისიც წავიდა და წავიდა კარის ერთგვარი გაჯახუნებით და დღეს ვინ არის ხელისუფლებაში?! ეს ხალხი მე მგონი არ აურჩევია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.

ძალიან შეურაცხმყოფელია მმართველობის ის ფორმა, რომელიც დღევანდელ მმართველ ძალას გააჩნია. მმართველობის დისტანციური ფორმა, დისტანციურად მე ტელევიზორის მართვა გამიგია. რა უბედურებაა კობახიძის, ღარიბაშვილის და ვიღაცების ხელით ქვეყნის მართვა. რატომ ვართ ასეთი შეურაცხყოფის ღირსი თითოეული ჩვენგანი და რატომ არის საქართველო?!” – თქვა ზვიად ძიძიგურმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია