fbpx

რა ვქნათ ჩვენ? თავი მოვიტყუოთ, რუსულ პროპაგანდად ჩავთვალოთ ომის საფრთხე?

მმართველი პარტიის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ნაციონალების ნარატივზე ომის საფრთხის შესახებ, პოლიტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

“ომის საფრთხე რუსული პროპაგანდა და ხალხის შესაშინებლად მოგონილი ფეიკიაო ლომჯარიას ბომბების ცვენა, უკრაინელი ჩინოვნიკების მოწოდებები, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის კატეგორიული მოთხოვნები საქართველოს მხრიდან ომის დაწყებაზე (დახურულ შეხვედრებზე) რომ დავივიწყოთ, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ომის დაწყების საფრთხეც რუსული პროპაგანდაა ხალხის დასაშინებლად? ძალიან კარგად მახსოვს, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებას, წინ რა განცხადებები უძღვებოდა ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკის მიერ, რომ რუსეთი ომის დაწყებას ვერ გაბედავდა, რუსეთის არმია სუსტია და ომი არ აწყობთ! ზელენსკის განცხადებებიც მახსოვს, რუსეთი ომს არ იწყებს, დეზინფორმაციაა და ხალხის დასაშინებლად კეთდება მსგავსი განცხადებები, კონტროლზეა ყველაფერიო! ისე, ბორელის და ზელენსკის განცხადებები მართლა ჰგავს ერთმანეთს! რა ვქნათ ჩვენ? თავი მოვიტყუოთ, რუსულ პროპაგანდად ჩავთვალოთ ომის საფრთხე? რომ არ გამართლდეს ბორელის განცხადება და იგივე მოხდეს რაც უკრაინაში? მერე? ალბათ კანდიდატობის სტატუსს ჩაგვახუტებენ და მაგით დაგვამშვიდებენ🤦🏻‍♂️ მეორე ფრონტის საფრთხის პროპაგანდას რატომ ითვალისწინებს პოლონეთი, მოლდოვა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სახელმწიფოები? ნაწილი ნატოს წევრებიც არიან და რატომ არ უნდა ვიყოთ ქართველები ფრთხილად? თუ როგორც ყოველთვის და ყველაფერში მაგათთვის ყველაფერი მოსულა და ჩვენთვის არაფერი, რაც საქართველოს ინტერესშია? ზუსტად მაშინ არის საფრთხე, როდესაც ეგენი გეუბნებიან საპირისპიროს, ამაში ბევრჯერ დარწმუნდა საქართველოს მოსახლეობა! იმედია ძალიან მალე გაიგებს ბატონი ბორელი, თუ ვინ და რატომ თხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას! თუ რა თქმა უნდა არ იცის და მოინდომებს გარკვევას, არ დაუმალავენ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება