Mrbee

რატომ უბიძგებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული დაგმართონ?ირმა ზავრადაშვილი ოპოზიციას | xnews.ge

რატომ უბიძგებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული დაგმართონ?ირმა ზავრადაშვილი ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი შოვში მომხდარი ტრაგედიის რადიკალური ოპოზიციის მიერ გაცრცელებულ სიცრუეს და სიძულვილს სოციალური ქსელით ეხმაურება.

“ისეთი დღეები გვიდგას, რომ ძნელია, მწუხარების გარდა რამისთვის გეყოს დრო. თუმცა უკვე ყველა ზღვარი დარღვეულია. ყველა წითელი ხაზი – გადაკვეთილი . რა გინდათ არამზადებო, კოლექტიურო ნაცმოძრაობავ და მისი პათოლოგიურო სექტანტო ამომრჩეველო? რატომ არ დადუმდებით? მაზოხისტები ხომ არ ხართ? გაგინებთ სრულიად საქართველო, გგმობთ ერი და მაინც არ ეშვებით წყევლა-კრულვას თუ საშინელი, უნამუსო ტყუილების ტირაჟირებას. რატომ უბიძგებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული დაგმართონ? დადუმდით, სანამ კიდევ ჰყოფნის ხალხს მოთმინება! მილიმეტრში ხართ იმისგან, რომ საკუთარი გაჩენის დღე დაიწყევლოთ!!!”-წერს ირმა ზავრადაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება