fbpx



რაია ჯანხოთელი- SOS!SOS!SOSდღეს ჩაიკეტა ცაგერი-ლენტეხი და გამოცხადდა კარანტინი!ინფიცირების კერა არის სოფელი მელე, ჩაკეტეთ სოფელი, ჩაკეტეთ დღესვე… ხვალ გვიანი იქნება…

SOS!SOS!SOSდღეს ჩაიკეტა ცაგერი-ლენტეხი და გამოცხადდა კარანტინი!ინფიცირების კერა არის სოფელი მელე.ეს სოფელი მდებარეობს ლენტეხიდან დაახლოებით 30 კილომეტრში.სოფელში შესასვლელი და გამოსასვლელი ღიაა.

სოფლის მაცხოვრებლები თავისუფლად გადაადგილდებიან მეზობელ სოფლებში. ლენტეხამდე რომ ჩავიდეს კაცი, ლენტეხის რაიონში შემავალი თითქმის ყველა სოფელი უნდა გაიაროს… რა გამოდის? საკარანტინო ბლოკ პოსტები ცაგერ-ლენტეხის შესასვლელებშია და პანდემიის კერა თავისუფალია და ვირუსის შიდა გადაცემის საფრთხე ძალიან დიდი.

ერთი პატარა ხერგილი და ბლოკ პოსტია საჭირო სოფ. ჩიხარეშსა და მელეს შორის. ამ სოფლებს ერთი ხიდი ყოფთ ერთმანეთისაგან… ანუ, ამ ხერგილით მთელი ხეობა დაცულია ვირუსის გავრცელებისაგან.მიიღეთ ზომები, ჩაკეტეთ სოფელი, სანამ არ არის გვიანი და სანამ პანდემია მთელი ხეობას არ მოედება! ჩაკეტეთ დღესვე… ხვალ გვიანი იქნება

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია