fbpx



რაგბის კლუბის წევრები მომხდარ კონფლიქტს 6 მილიონიან ვალს უკავშირებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, რაგბის კლუბის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ კონფლიქტის მიზეზი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გახდა. ხოლო ნაწილი  მხარეებს შორის ფინანსურ დავას გამორიცხავს…

„ერთ მხარეს კლუბის წევრები ვართ და მეორე მხარეს  გამგეობა და ვიცეპრეზიდენტები არიან. ვითხოვდით გამჭვირვალობას, სწორ ხედვებსა და სამართლიანობას.“- აცხადებენ კლუბის წევრები.

რაგბის კავშირის წევრი ნიაზ მამრიკიშვილი:

„ოთახში ვიყავი, შენობის ახლოს მშენებლობა მიმდინარეობს და მეგონა, რომ იქიდან რაღაც გადმოაგდეს. იგივე ხმა მეორეჯერაც რომ გავიგე ხმაური, მივხვდი რაღაც ხდებოდა. აღმოჩნდა, ორივე სროლის ხმა ყოფილა.”

კურიერის ინფორმაციით, რაგბის ფედერაციას სახელმწიფოს ვალი 6 მილიონი ლარის ოდენობით აქვს და ეს ინფორმაცია კლუბების ხელმძღვანელებმა ორი თვით ადრე გაიგეს.

ფედერაციაში შემავალმა 31-მა კლუბმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, მათ სამი მმართველი პირი აირჩიეს: რამაზ ხარაზიშვილი, დავით ცხვედიანი და სანდრო საკანდელიძე. სწორედ მათ უნდა გამოეკვლიათ ფინანსური კრიზისის მიზეზები.

დავით ცხვედიანი:

„მთელ რიგ პრობლემებზე იყო საუბარი – 6 მილიონიანი ვალი ჰქონდა ფედერაციას და ვსაუბრობდით ამ ფინანსურ კრიზისზე.  იქ იყვნენ შვიდკაცაც, ეროვნული ნაკრებიც და თხუთმეტკაცაც და ა.შ. დაჭრის მიზეზი სავარაუდოდ, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იყო.“

სანდრო საკანდელიძე:

“ფედერაციის ხარჯებს პროკურატურა სწავლობს… ჩვენთვის მიუღებელია ის მმართველობა, რომელიც ბოლო 8 წელია აქ არის. თანხები ცუდად არის განაწილებული და იქაა დანახარჯი, სადაც არ ღირდა ხარჯვა. რაგბის კავშირი კრიზისშია შეყვანილი. კონტროლის პალატის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მილიონ 700 000-იანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800 000 დოლარად გადააკეთეს…”

„ყოჩების” დამფუძნებელი თეიმურაზ გაფრინადაშვილი:

„არამგონია, რომ რაიმე მოტივი ყოფილიყო. არც მინდა დავიჯერო… აბსურდია, რომ დავა ფინანსების გამო მოხდა.“


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია