fbpx

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს მეგის ქარდავას ჩანაწერებზე

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა იხსენებს-

 შსს-ს მიერ ბოლოს გავრცელებულ წამების კადრებში გარკვევით ისმის მეგის ქარდავას კითხვა ნაწამები ადამიანის მიმართ-სად ააფეთქე გამგებელი? პასუხიც იქვეა-წალენჯიხაში. ამ დრომდე არ ვიცით, არც მედიამ და არც საზოგადოებამ, თუ რა ტერორისტული აქტის აღიარებას ითხოვენ წამების შედეგად. არადა, უნდა ვიცოდეთ! მაშინ, სააკაშვილის ძალოვანმა უწყებამ ტერორისტული აქტი აფხაზურ მხარეს ოფიციალურად დააბრალა. თუმცა, არავინ იცის სროლა საიდან განხორციელდა და ვინ დანაღმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

ჩემი ვარაუდით, ეს გამგებლის აფეთქება გია მებონიას უკავშირდება, წალენჯიხის გამგებელს, რომელიც 2008 წლის 25 ოქტომბერს, სოფელ მუჟავაში მოკლეს. მაშინ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის’’ გავაკეთე კიდეც რეპორტაჟი, შევეცადე გამერკვია მომხდარის დეტალები, მაგრამ ბევრი კითხვა დღემდე უპასუხოდ დარჩა.

გია მებონიასთან ერთად იმ დღეს გია ხარჩილავაც იყო, წალენჯიხის მაშინდელი საკრებულოს თავ-რე და დღეს მოყელყელავე მერი. ამაზე ქვემოთ… 24 ოქტომბერს, მუჟავაში, საზღვრისპირა სოფელში, ოთარ საბულუას სახლი დაცხრილეს. ოჯახმა გამოაღწია სამშვიდობოს. ცოტა ხანში ჟურნალისტებმა შემთხვევის ადგილი გადაიღეს, მაგრამ რატომღაც, წალენჯიხის ცენტრიდან, გოგოხიამ და ბერულავამ გამგებელი და საკრებულოს თავ-რე ინტერვიუს ჩასაწერად მუჟავაში გაიხმეს. გზად, საბულუაც იძულებით გაიყოლეს, რომელიც გაყვიროდა-დანაღმულია ჩემი ეზო და შესვლა სახიფათოო…

გია მებონია ადგილზე მოკლეს, მძიმედ დაჭრილი ოთარ საბულუა ვერ გადარჩა, მძიმედ დაჭრილი პოლიციელი ზვიად ლაგვილავა მაშინ გადარჩა, თუმცა მისი სიცოცხლე შემდეგ მაინც ტრაგიკულად დასრულდა. გადარჩა გია ხარჩილავაც. იქნებ ახლა, 13 წლის შემდეგ მაინც გვითხრას უკვე მერის სავარძელში გამოჭიმულმა და წალენჯიხის ,,აღმშენებელმა’’ მერმა სიმართლე, თუ რა მოხდა იმ დღეს მუჟავაში და რას შეეწირა ამ ადამიანების სიცოცხლე?! რას მალავს ხარჩილავა, უნდა ვიცოდეთ! ის კი გვახსოვს, იმავე 2008 წლის აპრილში, როგორ გადააგდო მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილი ხარჩილავა გუბერნატორმა გოროზიამ, სააკაშვილმა და როგორ ჩაანაცვლეს მას როლანდ ფიფია-სარატოვში სავაჭრო ,,ბუტკების’’ მფლობელი ბიზნესმენი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება