fbpx

ჟურნალისტი ლაურა აბრამია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

· 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტო გახსოვთ, გოგო ეროვნული დროშით, ეს ის მარი მახარაძეა, ახალგაზრდა ქალი რომელმაც ძალიან ბევრი ნახა, ესაა ჩვენი, ყოვლისმომსწრე თაობა

Mari Nana Maxaradze

12 სთ · 27.03.2020. ჩემი ერთი იტალიური დღე… ისე მოხდა,რომ დღეს იტალიაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი დაფიქსირდა… ისე მოხდა ,რომ დღეს რომის პაპმა, მარტომ ილოცა ვატიკანის ბაზილიკის ეკლესიის ეზოში, წმინდა პეტრეს უზარმაზარ მოედანზე, იქ სადაც ზღვა ხალხი იყრიდა თავს,დღეს წვიმის ქვეშ ცაში აწვდილი ხელებით ევედრებოდა მამაზეციერს ერთი ადამიანი, და გამაყრუებელ სიჩუმეს არღვევდა.. ისე მოხდა რომ,დღეს ვმუშაობდი … 97 წლისაა ლუჩია,სამი შვილი,შვიდი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს.მთელი მისი ცხოვრების ყოველი კვირა დღე ეკლესიით იწყებოდა.დღევანდელ დღეს კი განსაკუთრებით ელოდა… ვიჯექით და ვუსმენდით,ვუსმენდით და გულში ვიმეორებდით,ვიმეორებდით და ორივეს ჩვენებურად გვჯეროდა… მას მისთვის …მე ჩემთვის… ბოლოს ადგა…გთხოვ დამეხმარეო…აკანკალებული ფეხებით,მუხლებზე დაეშვა.ჩემი ხელი ხელში ეჭირა და მიჭერდა …მიჭერდა და იმეორებდა…ნიკოლო….ნიკოლო…გაუთავებლად ბუტბუტებდა…. 97 წლის ბებო, 40 დღის შვილთაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესთხოვდა მომავლისათვის მაღლა ღმერთს… დღეს ყველა ვლოცულობდით… ვინ ვისთვის….. ყველა ერთად კი სიცოცხლისათვის…არის დღეები რომლებიც ტოვებენ კვალს ცხოვრებაში…Forza Italia

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება