fbpx



პროკურატურაში ისეთი მასალები დაგვახვედრეს, დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ -ირმა ჭკადუა აფრასიძეების საქმეზე

ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, – ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცნეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გავეცანი გარკვეული ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის ბალისტიკურია, რომელიც ამ საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, იყო მსჯელობა კონკრეტულ დოკუმენტებზე, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია. ისეთი მასალები დაგვახვედრეს, რომ დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ. ეს რაღაც რა იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა ეჭვი არ მეპარაება, რომ ჩვენ მათ მუდმვად მოვთხოვთ პასუხს, არსებულზე და ახალ მასალებზე“, – განაცხადა ირმა ჭკადუა.

გენერალურ პროკურატურაში დოდო აფრასიძის და ირაკლი შოთაძის შეხვედრა შედგა. მხარეებმა სვანეთის ოპერაციაზე იმსჯელეს, რა დროსაც აფრასიძეების ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს. დოდო აფრასიძე მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გათავისუფლდნენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია