პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ 8 ივლისიდან იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთატრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოსთავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლოპროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორებისგადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებითგანხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლიიმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამპროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას. ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელიქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება