fbpx

პრეპარატი რომელიც 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას

ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას. მეცნიერთა ჯგუფს პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს.

„ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატის, რომელიც სწრაფად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“, – ამის შესახებ პლემპერმა.

კვლევა ჯორჯიის შტატის ალერფიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა დააფინანსა.

უნივერსისტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:

„ეს დიდი გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეპარატის მიღება ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი და მას 3 უპირატესობა აქვს:

  1. ხელს უშლის პაციენტის დამძიმებას;
  2. ამცირებს ინფიცირების ფაზას;
  3. სწრაფად ახშობს ადგილობრივ აფეთქებებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება