fbpx

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი  კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში  წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა  ბიზნესისთვისაქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი  წარმომადგენელი  ესწრებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება