fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამაზე ლექციას წაიკითხავს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამაზე ლექციას წაიკითხავს.

“ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება”,- ამბობს ჩხენკელი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2022 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს და სწორედ იქ თებერვალში ღარიბაშვილი პირველ ლექციას წაიკითხავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია