fbpx

პრემიერი საჯარო უწყებებს და კერძო კომპანიებს მიმართავს, მაქსიმალურად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს რეკომენდაციაა, თუმცა, ყველა ორგანიზაციამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა – მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ.

ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ დაწესებულებაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს და ავღჭურვოთ ყველა იმ აუცილებელი საშუალებით, დაწყებული პირბადით და დამთავრებული შესაბამისი საშუალებებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავის თავი,“-განაცხადა გახარიამ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია