Mrbee

პრემიერი-იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წაახალისებს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მთავრობას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც გამოვიჩინეთ ბოლო წლებში ჩვენი საქმით | xnews.ge

 პრემიერი-იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წაახალისებს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მთავრობას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც გამოვიჩინეთ ბოლო წლებში ჩვენი საქმით

იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წაახალისებს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მთავრობას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც გამოვიჩინეთ ბოლო წლებში ჩვენი საქმით და ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული, და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არის ჩვენი მხრიდან, ამაში გვაქვს განსხავევებული მიდგომა. მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ეს არის დეპოლარიზაცია, სადაც გვჭირდება ოპოზიციის ჩართულობა. მეორეა დეოლიგარქიზაცია და ამაზე 1-2 კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას და ხედვას, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მესამე არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვრცლად ვისაუბრე. ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან და შემდეგ ამ რეკომენდაციებს სრულად შევასრულებთ. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ვისურვებდი, რომ ერთად დაველოდოთ. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა იმედი, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. არასოდეს მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს სტატუსი ბონუსად, ამას ბონუსს ვეძახი, იმიტომ რომ კარგად ვიცი იქ არსებული მდგომარეობა. ჩვენ არავის ვედრებით და მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. მათ სტატუსი მისცეს ავანსად და უთხრეს, რომ უნდა შეასრულონ რეკომენდაციები. ჩვენ პირიქით გვითხრეს, რომ ჯერ რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. ვფიქრობთ, ეს იყო სამწუხარო და უსამართლო, იმიტომ რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ მოწინავე ქვეყანა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, მედიათავისუფლების, ადამიანის უფლებების, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლო რეფორმის, ეკონომიკის განვითარების, სოციალური პოლიტიკის, მთავრობის გამჭვირვალობის – ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე. ამიტომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წაახალისებს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მთავრობას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც გამოვიჩინეთ ბოლო წლებში ჩვენი საქმით და ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება