Mrbee

პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ შემცირდება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება | xnews.ge

 პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ შემცირდება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება

აგრესია და ძალადობა ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ამის წახალისება, რადგან როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პუნქტი 12 რეკომენდაციიდან ეს არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„თუმცა, ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მზაობა და ვთქვა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის და არაერი განცხადება გაგვიკეთებია ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამას სჭირდება მეორე მხარეც. ცალმხრივად ეს ვერ მოხდება და ძალიან გულდასაწყვეტი და ცუდია, რომ ამისკენ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წახალისება, რომლებიც დაკავებული არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ. არ გავაგრძელებ და არ შევალ სიღმეებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება