fbpx

პირველი მე ვთქვი შეიძლება რადიო ტალღებით ნერვიული აშლილობა გამოიწვიონ-თაკო ჩარკვიანი

ახალი დაჭერილი იყო სააკაშვილი რომ ვთქვი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და შეიძლება, ეს იყოს გარედან დასხივება ან რადიო ტალღებით ნერვული აშლილობა, რამაც მისი სიკვდილი, დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს-მეთქი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანის თქმით, მაშინ მას უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა.

„ბატონებო, ჩემო მეგობრებო, ჩემი ბრიფინგი ვფიქრობ, ყველას გახსოვთ, ახალი (რამდენიმე დღის ) დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება, გარედან დასხივება იყოს ან რადიო ტალღებით ნერვიული აშლილობა თქო, რამაც მისი სიკვდილი და დემორალიზება შეიძლება გამოიწვიოს და 10-ოქტომბერს სასწრაფოდ გავაკეთოთ აქცია-მეთქი, 30 რიცხვი გვიან არის-თქო (არაო არაო და არაო). მაშინ საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს, ვჩქარობდი ….. ახლა იმ ბრიფინგის ლინკს დავდებ ( ხომ გაგიგონიათ შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვსო) დიახ, ის ინფორმაცია უტყუარი იყო!!! და ეს 6 ოქტომბერს ბრიფინგზე ვთქვი და ვუთხარი საზოგადოებას!!!!!! არასოდეს ვკადრებ საკუთარ თავს, რაიმე ვთქვა ისე ჰაერზე, არასოდეს!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ დღეს განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.

ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება