fbpx

პეტრე მამრაძე: თუ სააკაშვილის ამბიცია, თვითონ შეადგინოს სია, არ დაკმაყოფილდება, ის ძალიან მარტივ რამეს იზამს – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ეს იქნება სხვა პარტია, უკვე სხვა სახელწოდებით და მისი სიით


თუ სააკაშვილის ამბიცია, თვითონ შეადგინოს სია, არ დაკმაყოფილდება, ის ძალიან მარტივ რამეს იზამს – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ეს იქნება სხვა პარტია, უკვე სხვა სახელწოდებით და მისი სიით. ეს ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოხდება ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ დღევანდელი შემადგენლობით დაადგება ბოკერიას გზას, ის განულდება.

„ნამდვილად ვიცი, რომ ყველა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, აცნობიერებს იმას, რომ 5 პროცენტს ვერ აგროვებენ. ამის შანსი არ აქვთ და თვითონაც იციან. შევახსენოთ ყველას, იმის გამო, რომ 2020 წელს საერთოდ არ არსებობდა ბარიერი, მხოლოდ ამის გამო იყო, რომ გარდა „ნაცმოძრაობისა“ ოპოზიციიდან სხვებიც შევიდნენ პარლამენტში. რომ ყოფილიყო ბარიერი, ორი პარტია იქნებოდა წარმოდგენილი 2020 წელსაც, „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, რადგან სააკაშვილს აძლევენ ხმას. მოსახლეობის დაახლოებით 10-12 პროცენტი ასეთი არის. ახლაც იგივე სიტუაციაა და ეს იციან ძალიან კარგად. სააკაშვილმა და მის უკან ვინც დგანან, ბიძამისი იქნება ეს თუ სხვები, მათ იციან, რაც მოხდა 2016, 2020 წლებში. 2016 წელს გაიყვანა 28 ადამიანი, 22 უცებ წავიდა მისგან, 2020 წელს გაიყვანა 36 დეპუტატი და რამდენი დარჩა ახლა მასთან? ამას ეუბნებოდა ბიძამისი, – მიშა, შენ გიყენებენ, თვითონ საერთოდ არ აქვთ რეიტინგი, შენ შეგყავს ეს ხალხი, მერე გარბიან შენგან და ახლაც იმავეს იზამენო. სააკაშვილთან ასოცირებული „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში. თუ მოხდება ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ დღევანდელი შემადგენლობით დაადგება ბოკერიას გზას, ის განულდება. თუ სააკაშვილის ამბიცია, თვითონ შეადგინოს სია, არ დაკმაყოფილდება, ის ძალიან მარტივ რამეს იზამს – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ეს იქნება სხვა პარტია, უკვე სხვა სახელწოდებით და მისი სიით. ეს ნამდვილად ასეა“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება