fbpx

პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან – მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ცნობისთვის, ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია