fbpx

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი: დავისაჯე, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შევუერთდი

დავისაჯე, რადგან ნაციონალურ მოძრაობას არ შევუერთდი“, – ეს განცხადება გახარიას პარტიიდან გარიცხულმა ნატალია ძიძიგურმა მედიასთან გააკეთა.

მისთვის პარტიის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ამბობს რომ ის ბათუმის საკრებულოში კრიზისს არ შექმნის, იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი.

ძიძიგური გახარიას პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის ალიანსზე საუბრობს. მისივე თქმით, ქალ დეპუტატზე ზეწოლა და ბულინგი ხორციელდებოდა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი- ნატალია ძიძიგური და შოთა გოგიტიძე გარიცხა. პარტიამ მათ ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებულები უწოდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ შეამჩნიეს არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება