fbpx

პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის

11 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის უხუცესი “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, ამ შემთხვევაში სხდომას დამსწრე უხუცესი ჩაიბარებს, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ლადო კახაძეა.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია