fbpx

პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

პარლამენტთან ხმაური იყო. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება.

სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.

პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“.

როგორც ცნობილია, დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება