fbpx

პარიზში ბინა რამ აყიდინა ამ ტოტალური უბედურების და ჟამიანობის დროს კაცო?!-მირიან ყარაულაშვილი

მირიან ყარაულაშვილი ,,იქსნიუსის,,დამფუძნებელი-

… არასოდეს არ ვიტყოდი ამას არც ხმამაღლა და არც მხოლოდ შინაურებში, მაგრამ ეტყობა , რაღაცეებს უნდა გადააბიჯო , რომ სხვა, უფრო მეტი ბოროტება ამხილო…- შარშან გაზაფხულზე, ეს ნაძირალა ვირუსი რომ უკვე გაძლიერდა და აშკარა გახდა, რომ ძალიან დიდი ფინანსური და სხვა პრობლემები დგებოდა ყველა ჩვენთაგანის წინაშე , ჩემი მწირი შემოსავლიდან ჩემთვის სოლიდური თანხა გადავრიცხე კოვიდ-19- ის ქართულ ფონდში… პარალელურად ვცდილობდი და ეხლაც ვცდილობ სულ მინიმალურად მაინც დავეხმარო ხოლმე უაღრესად ხელმოკლე ადამიანებს სხვადასხვა გზით… არც ერთხელ არ მისარგებლია სახელმწიფოსგან სუბსიდირებული ელენერგიითა და გაზით, თუმცა გაცილებით ნაკლებ რაოდენობას მოვიხმარდი ეკონომიის გზით, ვიდრე ამას სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებდა – “სემეკ”-ის საიტიდან ვიხსნიდი სუბსიდიას და ყოველთვის პირადად ვიხდიდი დანახარჯს …… ხოდა, მე და მრავალი ათასი ჩემნაირი სხვადასხვა გზებით “ფოკუსებს” და ტრიუკებს რომ ვაკეთებდით ამ დედაარღნიან ცხოვრებაში, ეს მართლა ლუფტჰანზა ტიპი, ამ გახურებული პანდემიის პიკზე წასულა და პარიზში ბინა უყიდნია თითქმის ნახევარ მილიონ ევროდ!!!!სულ არ მაინტერესებს საიდან ჰქონდა ეს მაყუთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ადრინდელი ბიზნესიდან( ჰა-ჰა!!!) თუ საიდანღაც ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ , პარიზში ბინა რამ აყიდინა ამ ტოტალური უბედურების და ჟამიანობის დროს კაცო?!თუ ასე “აწუხებდა” ეს “ოჯახური დანაზოგი” , ამდგარიყო და ჩემსავით “კოვიდ-19″ის საწინააღმდეგო საქართველოს სახელმწიფო ფონდში ჩაერიცხნა , მით უმეტეს, რომ მისმა პარტიის თავმჯდომარემ, რომელმაც ის დანიშნა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე, ზუსტად იმავე დროს ჩარიცხა ამ ფონდში ასი მილიონი!!!ძალიან გავბრაზდი, ძალიან!!!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია