fbpx

პაატა ჩხეიძე – ქრისტიანული კულტურა არის ევროპული კულტურის განმსაზღვრელი და ქრისტიანული ღირებულებები უნდა იყოს დომინანტური ევროპაში

ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გაძლიერდეს ქართული სამართალი, დაეფუძნოს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ქრისტიანულ ღირებულებებს; აი, ამ ჩვენს უძლიერეს იარაღს უნდა მოვეჭიდოთ. სწორედ ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ რომ გადავრჩეთ – ამის შესახებ კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი, პროფესორი პაატა ჩხეიძე საუბრობს ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც კონსერვატიული პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ აქვეყნებს.

მისი თქმით, ქრისტიანული კულტურა არის ევროპული კულტურის განმსაზღვრელი და ქრისტიანული ღირებულებები უნდა იყოს დომინანტური ევროპაში.

„ჩვენისთანა ერების გადარჩენის გზა არის ჩვენს რჯულში და ჩვენს სჯულში. ჩვენი რჯული არის ჩვენი რელიგია და ჩვენი სჯული არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი სამართალი. ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს სამართალში ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც მცველები ქრისტიანული კულტურისა, ქრისტეს კვართისა უნდა დავრჩეთ კონსტიტუციის ფარგლებში, რაშიც იგულისხმება ტრადიციული რელიგია, კულტურა და სამართალი. ჩვენ უნდა შევეცადოთ და არ ვიცხოვროთ მიზანშეწონილობაში, რომ აი აი ახლა ასეა მიზაშეწონილი და ამიტომ ასე უნდა მოხდეს. არა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს უძველესი ევროპული გამონათქვამი „Fiat iustitia, et pereat mundus.” ანუ „აღსრულდეს სამართალი თუნდაც დაიქცეს ქვეყანა“ ანუ ქვეყნას სამართლის აღსრულება გადაარჩენს. ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ გაძლიერდეს ქართული სამართალი, დაეფუძნოს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ქრისტიანულ ღირებულებებს; აი, ამ ჩვენს უძლიერეს იარაღს უნდა მოვეჭიდოთ. სწორედ ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ რომ გადავრჩეთ“ – აცხადებს ჩხეიძე.
მისივე თქმით, ადამიანი, ერი რომელსაც იდენტობა ეკარგება, ეკარგება ტრადიციული თვითმყოფადობა, იოლად სამართავი ხდება.
ეს ყველაფერი არის ძალაუფლებისთვის, რა თქმა უნდა, გლობალური ტენდენციებისთვის, რაც უფრო ნაკლებად ხართ დამოკიდებული საკუთარ თვითმყოფადობაზე, რაც უფრო ნაკლებად თვითმყოფადი ხარ, მით უფრო ერთვები ამ საერთო ფერხულში. ფერხულში იმ ძალებისა, რომლებიც ამ იდეებს ქადაგებენ, ერთსქესიან ქორწინებას, რაღაც გაუგებარ იდეებს, კურიკულუმებიდან ამოღებას, ვთქვათ შექსპირისა, ჩვენშიც გაისმა აქ რამოდენიმე ხნის წინათ ვეფხისტყაოსანშიც ძალადობააო აღწერილი და ა.შ. ძალიან ბევრი ანტიქრისტიანული და ანტიევროპული იდეები შემოდის და ამას საფუძვლად უდევს სწორედ ის, რომ ადამიანი უნდა იყოს ასე ვთქვათ თავისუფალი და უნდა ჰქონდეს უფლებები; თავისუფლება უკვე აღარ არის გაგებული ისე, როგორც თავის დროზე ლიბერალებმა განაცხადეს, უფრო დიდ რადიკალიზმში გადავარდა. ლიბერალები ამბობდნენ, რომ ადამიანის თავისუფლება არის არჩევანის თავისუფლება, დღეს უკვე არჩევანის თავისუფლებაზე აღარ არის ლაპარაკი, შენ უნდა იყო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყო, და თუ არ იქნები – დაისჯები, გაირიყები. ასეთი იდეები მძლავრობენ დღეს ევროპულ პოლიტიკურ ძალებში და საზოგადოებრივ წრეებში, მაგრამ, საბედნიეროდ, ევროპაში არის სხვა ძალებიც ,არის კონსერვატიული საზოგადოება, არის მემარჯვენე ძალები, არიან მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ევროპაზე“ – ამბობს პაატა ჩხეიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება