fbpx

ორფოლოს სასროლეთზე მე-12 ბატალიონის საბრძოლო სროლები გაიმართა

ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის
პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური
საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებისას ოცეულები თავდაცვით
პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც
სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს.
გეგმიური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით
მიმდინარეობდა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურების
შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები
შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის
ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება