fbpx



ოპოზიცია რუსული სცენარით

გიორგი ცუცქირიძე- ანალიტიკოსი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ, 16 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს რუსეთის სახელმწიფო მედიისა და პრო-კრემლური მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID-19- სთან დაკავშირებით, რომლის დროსაც რუსული ჰიბრიდული ძალა, აქტიურად იყენებს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნე რეპორტებს, რათა ევროკავშირს გაუჭირდეს პანდემიაზე რეაგირება.

რაც მთავარია, კრემლის დეზინფორმაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებში გააძლიეროს კოროვირუსის გავლენა, პანიკა და უნდობლობა გამოიწვიოს, საზოგადოებრივი დემორალიზაციის და ჯანმრთელობის კრიზისის გამწვავებით …

თუ რომელ ქვეყანას არ გაუხარდება ქართული წარმატება კოვიდ – 19 დამარცხების საქმეში, საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, ესეც ხომ ცნობილია. დღეს რასაც ქართულ ოპოზიციად წოდებული ეს გამარგინალიზირებული ჯგუფი აკეთებს ერთი -ერთში ჯდება რუსულ სცენარში. როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობასთან ინკორპორირებული ოპოფლანგი საბოლოოდ დარწმუნდა რომ არჩევნებში არანაირი შანსი არ ექნება და ერთადერთ შანსად რევოლუცია რჩება კორონა ვირუსული აფეთქების და დესტაბილიზაციის ფონზე. ზუგდიდიც, რომელსაც ახლა ცდილობენ კეთილი ზრახვევით შეფუთონ, სწორედ ამ სცენარის კონტექსტშია განსახილველი.

ქართველ ექიმებზე მიტანილი იერიშიც,რომელიც პაატა იმნაძით დაიწყო ამ სტრატეგიის ნაწილად უნდა განვიხილოთ. ამ ანტიკორონული ბრძოლის მთავარი სამედიცინო ბოძის წაქცევით იმედი აქვთ, რომ მნიშვნელოვან დარტყმას მიააყენებენ ანტიკრიზისულ სამთავრობო სტრატეგიას, და არც ის არის გამორიცხული სიტუაციის გამწვავებისას კომენდატის საათის შემოღებასაც უმიზნებდენ. მერე რომ დაიწყონ მორიგი პოლიფონია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე თუ „დიქტატურის დამყარებაზე“ და შესაბამისად, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის გაფუჭებაზე.

რომელ ინფორმაციის დამახინჯებაზეა საუბარი, როდესაც მედია საშუალებებით ყოველდღიურად ხდება ინფორმაციების გაშუქება დაავადების სტატისტიკაზე. ან რომელი ციფრი დაიმალა, დახურულ და დიქტატორულ ქვეყნებთან რომ ცდილობენ ანალოგების მოყვანას? საკმარისი არ არის 4534 კარანტინში მყოფი, ხოლო სტაციონარში გადაყვანილი 276 მოქალაქე, თუ 90 დავირუსებული ადამიანია ცოტა ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში? თუ ამ ფონზე 18 გამოჯანმრთელებულია არასაკმარისი?

თუ ის არ მოწონთ ჩვენთან, რომ არ მიდის ის პროცესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ლამის ეროვნულ ტრაგედიად გადაიქცა და მთელი ევროპული ოჯახის თავისტკივილად ქცეულა?

რასაც ეს მართლა მეხუთე კოლონა აკეთებს მავნებლობაზე უარესი ნაძირლობაა!!!

გაუზიარე!

0Shares
0 0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია