fbpx

ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე-მამუკა ხაზარაძე

შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  მამუკა ხაზარაძემ  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო. მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თვითონ და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მე კონკრეტულად ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისშია, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, პირდაპირ დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ყურადღებული იქნება და სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ ამ პროცესში.

შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო და მე მგონი ყურად იღეს, რომ საბოლოოდ, როდესაც დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც დღესდღეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა წარმოშობილი, დასრულდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერით“, – აღნიშნა  მამუკა ხაზარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება