ბუნდესტაგში ამჟამად მიმდინარეობს გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის სიტყვით გამოსვლა. კანცლერმა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე ისაუბრა და ევროპისთვის მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან დააფიქსირა: კარგია ის, რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ – გავხსენით ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის.