fbpx

ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მიმდინარე წლის 21-22 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, სპეციალისტი, ზაზა კირეულიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის სამმართველოების უფროსები, ოზურგეთის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ალეკო მამეშვილს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ.

შეხვედრის დროს, ალეკო მამეშვილმა რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, ყურადღება, ძირითადად, გამახვილდა არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ თანადაფინანსებით განხორციელებულ ბიზნეს-პროექტებზე, სადაც ვეტერანები არიან დასაქმებულნი. მხარეებმა, აღნიშნულ საკითხში, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაც დაისახეს მიზნად.

ადგილობრივმა ვეტერანებმა, ისაუბრეს მათ მიერ წამოწყებულ მცირე ბიზნესზე, რომელთაც სჭირდება ეტაპობრივი განვითარება. საუბარი შეეხო ტექნიკა-ტექნოლოგიით აღჭურვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. ვეტერანები, მეტწილად, მევენახეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის ბიზნესში არიან ჩართულები.

პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის წარმომადგნელებმა, ვეტერანებს, ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრის დროს, ასევე, დაიგეგმა ”ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” ჩამოყალიბებაც, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო ურთიერთკავშირს დონორ კომპანიებთან, რათა დაფინანსება გამარტივდეს და ბიზნესმენ ვეტერანებს შეეძლოთ, თავიანთი საქმიანობის განვითარება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება