fbpx

,,ნოვავაქსმა” დაადასტურა, რომ მზად არის, საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა მიაწოდოს-ამირან გამყრელიძე

ამერიკულმა კომპანია “ნოვავაქსმა” დაადასტურა, რომ მზად არის, საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა მიაწოდოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“ნოვავაქსს” ავტორიზაცია ჯერ არ აქვს. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას მიმდინარე წლის მაისის დასაწყისისთვის ელის. იანვარში, ფართომასშტაბიან ბრიტანულ კვლევაში, აღნიშნულმა ვაქცინამ 89.3%-იან ეფექტიანობა აჩვენა.

ამირან გამყრელიძის თქმით, “მწარმოებლის თანხმობა არის” და “უკვე ფორმდება შესაბამისი საბუთები მილიონი დოზის მოპოვებაზე”.

“ნოვოვაქსი გამოჩნდება მეორე კვარტლის ბოლოს ,მესამე კვარტლის დასაწყისში. არ აქვს ჯერ მას ავტორიზაცია, თუმცა ავტორიზაციის რიგში არის”, — ამატებს ის.

ერთი დღით ადრე, 2 მარტს, გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ “ნოვავაქსის” ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ “კოვაქს” პლატფორმისგანაც მიიღო შეთავაზება. თუმცა, როგორც NCDC-ს დირექტორი განმარტავს, ხსენებული მილიონი დოზა “კოვაქსს” არ უკავშირდება და მოლაპარაკება უშუალოდ სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება