ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქი მათგან, ვინც ცდილობს გააკეთოს ის, რაც ხდება გლობალურად. არის მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს და მე არ ვაპირებ დაველოდო, როდის მოხდება ეს, – ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ბოლო საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ახალგაზრდები იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც რადიკალიზაციის პროფსიონალები არიან. მერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნიუ-იორკის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა, რათა განესხვავებინათ, თუ ვინ იყო რეალურად სტუდენტი პროტესტის მონაწილეებიდან.
“ახალგაზრდები არიან იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც პროფესიონალები არიან ჩვენი შვილების რადიკალიზაციაში და მე არ ვაპირებ რომ როგორც მერმა, ეს დავუშვა ნიუ-იორკში. ჩვენ შევედით და ჩავატარეთ ოპერაცია, რითაც კოლუმბიის უნივერსიტეტს მივეცით საშუალება მოეცილებინა ისინი, ვინც მშვიდობიანი პროტესტი აქცია ანტისემიტიზმისა და ანტი ისრაელური დამოკიდებულების ადგილად. დაახლოებით 300 ადამიანი იქნა დაკავებული ქალაქის კოლეჯში, რათა განესხვავებინათ, რეალურად ვინ იყო სტუდენტი და ვინ არ უნდა ყოფილიყვნენ ადგილზე. ჩვენ გუშინაც აღვნიშნეთ ამ გარე აქტორებზე, რომლებსაც აქვთ სიტუაციების ესკალაციის ისტორია და ქაოსის შექმნის მცდელობა – არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ქაოსის შექმნა.” – განაცხადა ერიკ ადამსმა